Wednesday, March 14, 2012


პროექტის სახელწოდება:
სინუსისა და კოსინუსების თეორემის პრაქტიკაში გამოყენება.
პროექტის მთავარი მიზანი:
მიუწვდომელ პუნქტამდე მანძილის და საკმაოდ მაღალი ობიექტის სიმაღლის პოვნა პრაქტიკულად.
პროექტის თემა:
კოსინუსების თეორემა
პროექტის მნიშვნელობა და აქტუალობა:
მოსწავლეები იყენებენ გამზომ ხელსაწყოებს და სინუსების თეორემის გამოყენებით პოულობენ მიუწვდომელ პუნქტამდე მანძილს, საკმაოდ მაღალი ობიექტის სიმაღლე.
პროექტის მიზანი და მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეს უნდა ჰქონდეს ფიგურათა წარმოდგენისა და დებულებათა ხერხებით გამოყენების უნარი პრაქტიკაში.
წინარე ცოდნა:
1) ტრიგონომეტრიული თანაფარდობები მართკუთხა სამკუთხედში
2)ფიგურათა მსგავსება
3)დამოკიდებულებები ფიგურის ელემენტების ზომებს შორის, ( დამოკიდებულბა მართკუთხა სამკუთხედის გვერდებსა და კუთხეებს შორის, პითაგორას თეორემა , ტრიგონომეტრიული ცხრილების გამოყენება, კუთხედის გამოყენება.)
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები:
სახემძღვანელო, საზომი ხელსაწყოები, კომპიუტერი, პროექტორი , ლეპტოპი
სამიზნე ჯგუფი: მე 10 კლასისი მოსწავლეები.
პირველი ქმედება ( შედეგების მისაღწევად განხორციელებული აქტივობები:მოსწავლეების შეკრება სკოლის ეზოში, პროექტის გეგმის გაცნობა და მათთვის დავალების გადანაწილება.კლასის დაყოფა  სამ ჯგუფად.
საქმის გაწერა დროში–5 დღე
დავალებების დაგანაწილება
საქმიანობის შესაბამისი რესურსები: გამზომი ხელსაწყოები, ფოტო აპარატი, პროექტორი, პროექტორი, კომპიუტერი, ლეპტოპი.
განხორციელება: პირველ ჯგუფს ევალება ჯგუფის ერთად გავიდეს ბუნებაში და გადაუღოს სურათები მაღალ ხეებს, ხეზე აუსვლელად გაზომოს სხვადასხვა სიმაღლის ხე, მან უნდა გამოიყენოს ერთ ამოცანაში სინუსებისა და კოსინუსების თეორემა, მეორესი კიისარგებლოს ფიგურათა მსგავსებით, მათ კიდევ დაევალათ პროექტის თაობაზე ინტერნეტით ინფორმაციის მოძიება.
მეორე ჯგუფს ევალება მდინარის სიგანის გაზომვა რომელიც საჯიროახიდის გასადებათ.
 საქმიანობის შესაბამისი რესურსები:გამზომი ხელსაწყოები, ფოტო აპარატი;
ჯგუფები ამთავრებენ თავიანთ სამუშაოებს, ბრუნდებიან. ჯგუფის ლიდერები აკეთებენ ზეპირ და ვიზუალურ პრეზენტაციას, ჯგუფები ამ პროექტის გარშემო ინახავენ დაგროვილ მასალას და აწყობენ გამოფენას.
 ასეთი სახის პროექტები ხელს შეუცყობს მოსწავლეებს უფრო კარგად დაეუფლონ ცოდნას მიაღწიონ იმ შედეგებს რაც ეროვნული სასწავლო გეგმით არის გათვალისწუნებული.